ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველო მე-2 ადგილზეა

Read Time:55 Second

სიის ათეულში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ:
1 სან მარინო 31.1%
2 საქართველო 27.9%
3 ისრაელი 24.6 %
4 თურქეთი 24.14%
5 ისლანდია 24.11%
6 მაკედონია 23.5%
7 აზერბაიჯანი 20%
8 მოლდოვა 19.6%
9 ბოსნია და ჰერცეგოვინა 18.66%
10 სომხეთი 18.65%

Bloomberg-ის ჟურნალისტი ნიკი ეკშტეინი წერს, რომ  საქართველო გამოცდილი მოგზაურებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა.

„უნდა ვაღიაროთ, ამხელა ზრდას საქართველოში არ ველოდებოდით, მაგრამ თუ ჩვენ სიღრმისეულად ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ამის მიზეზი არსებობს. ამ ქვეყანაში კულინარიული თავგადასავლები სულ უფრო პოპულარული ხდება და ქართული სამზარეულო მოგზაურების მოსაზიდად კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს. ქართული ტრადიციული კერძები საუკეთესო მიზეზია, რომ ეწვიოთ ევროპის ამ ხელშეუხებელ კუთხეს.”

სტატიაში  ნიკი ეკშტეინი აღწერს თბილისის თანამედროვე სასტუმროებს, ბარებს, რესტორნებს და გასართობ ობიექტებს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის  ორგანიზაციამ (UNWTO ) 2017 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველომ  მე-4  პოზიცია დაიკავა.

ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების სტატისტიკური მონაცემები, კვლევები,  ტენდენციები  და აქტივობები, რომელიც ტურიზმს მოიცავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღის ფოტო – ვარლამ ლიპარტელიანის პირველი გამარჯვება
Next post ადგილები, სადაც თბილისობის დღესასწაულზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება