ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს

Read Time:23 Second

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

„მივესალმები წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მერვე პაკეტზე. ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად და გადამწყვეტად. არასდროს მივიღებთ პუტინის ყალბ რეფერენდუმებს და არც რაიმე სახის ანექსიას უკრაინაში“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სანქციები, რომელიც ევროკავშირის ელჩებმა დღეს დაამტკიცეს, ნავთობის ფასის ზედა ზღვარს ადგენს, ასევე დამატებით აკრძალვებს აწესებს ექსპორტსა და იმპორტთან დაკავშირებით და ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მმართველ საბჭოებში ყოფნას უკრძალავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბექა დავითულიანი-საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ესეც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე
Next post 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძე გახდა