მარტი 29, 2024
0 0
Read Time:31 Second

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის ბოლო ნაბიჯები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ რაუნდს მოითხოვს.

„პრეზიდენტი პუტინი ახლა თავის სისუსტეს აჩვენებს, რადგან ის, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ის ნაკლებად მომზადებული, ნაკლებად გამოცდილი, ნაკლებად მოტივირებული პერსონალის მობილიზებას ცდილობს და მას სურს ჩაატაროს ფიქტიური რეფერენდუმები უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ასე რომ, ვფიქრობ, ეს კვლავ მოითხოვს სანქციებს ჩვენი მხრიდან“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„ჩვენ მზად ვართ, რუსეთს შემდგომი ეკონომიკური სანქციები დავუწესოთ, მათ შორის კერძო პირებსა და სუბიექტებს რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, სამოქალაქო ტექნოლოგიებზე დამატებითი საექსპორტო კონტროლის დაწესების ინიციატივით გამოვალთ, რადგან რუსეთი ომის ეკონომიკის რეჟიმზე გადადის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები