ევროკავშირში საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს
მარტი 22, 2021
0
0
Read Time:19 Second
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სხდომას ბლოკის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ, რომლებსაც საქართველოში შექმნილი ვითარება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა გააცნო.
მან აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის მედიაციით გამართულმა მოლაპარაკებამ წარმატებას ვერ მიაღწია. საგარეო საქმეთა მინისტრების უმეტესობა დათანხმდა, რომ დანიელსონის მისია უნდა გაგრძელდეს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge
ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში
კონტაქტი-
☎️ 557 13 16 73