მარტი 29, 2024
0 0
Read Time:56 Second

საინფორმაციო საზოგადოება, აუდიოვიზუალური მომსახურება და მედიის მნიშვნელობა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი – ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატურ ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. სხდომას, რომელიც მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს ზემოთ ჩამოთვლილ უმნიშვნელოვანეს სფეროებში ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციისა და საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს პროგრესის შეფასებას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხრიდან წარმატებულად და დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ აუდიოვიზუალური მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები.
შეხვედრას ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან თემაზე მოხდა პოზიციებისა და მოსაზრებების გაცვლა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პოტენციალი ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში და ქვეყნის, როგორც ციფრულ ჰაბად და დატა ცენტრად ჩამოყალიბების უნიკალური შესაძლებლობა.
ამას გარდა, შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა დეტალურად მიაწოდეს ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებებს იღებს კომისია ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, როგორ მიმდინარეობს საქართველოში ფართოზოლოვანი ქსელების განვითარება და 5G ტექნოლოგიის დანერგვის პროცესი, ასევე, რა ნაბიჯები იქნა გადადგმული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების დირექტივასთან აპროქსიმაციის თვალსაზრისით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები