ევროკავშირი ოკუპირებულ ყირიმში გამართულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს

Read Time:29 Second

ევროკავშირი ოკუპირებულ ყირიმში გამართულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

„ევროკავშირს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობის სჯერა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთის საპარლამენტო და რეგიონალური არჩევნები კრიტიკოსებისა და დამოუკიდებელი ხმების დაშინების ფონზე იმართებოდა“, – აღნიშნა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

პიტერ სტანომ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი წუხს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ფორმატი შეიზღუდა.

„ევროკავშირი არასდროს აღიარებს არაკანონიერად ანექსირებულ ყირიმში ჩატარებული არჩევნების შედეგებს, ვინაიდან ყირიმი უკრაინაა. ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ დონბასის ტერიტორიაზე რუსული პასპორტები გაიცა არჩევნებში მონაწილეობისთვის. ეს მინსკის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გარდაიცვალნენ ტყუპები, რომელთა დედაც 2 კვირის წინ ასევე კოვიდით დაიღუპა
Next post იოსებ ხახალეიშვილი – ბევრი უნდა ვაკეთოთ, რომ ქალაქიდან წასვლის სურვილი ახალგაზრდებს აღარ გაუჩნდეთ და რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ქართველი და უცხოელი სტუდენტი მოვიზიდოთ ქუთაისში სასწავლებლად