ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის მომზადებას იწყებს

Read Time:38 Second

ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის მომზადებას იწყებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინმა განაცხადა.

„ლუკაშენკოს რეჟიმის ბოლო ქმედებები, კერძოდ, მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია, საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. ეს არ შეცვლის ჩვენს მტკიცე განწყობას და არ გააუქმებს სანქციების დაწესებას. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, სანქციებს მოიცავს. სანქციების მეხუთე პაკეტზე მუშაობა ახლა იწყება“, – აღნიშნა ლუკ დევინმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ბელარუსთან მოსაზღვრე ორი რეგიონის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 31 აგვისტოს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ბელარუსი განზრახ უბიძგებს მიგრანტებს პოლონეთის ტერიტორიაზე გადასვლისკენ.

გასულ კვირას გავრცელდა ცნობები, რომ ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მიგრანტებმა ბანაკი მოაწყვეს. პოლონელი მესაზღვრეები მათ ქვეყანაში არ უშვებენ, ხოლო ბელარუსები დაბრუნების უფლებას არ აძლევენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომლის მიერ გაკეთებული საქმითაც თითოეულმა ქართველმა უნდა იამაყოს
Next post პაატა კვიჟინაძე – როცა ერთი გუნდია, ყველაფერი კარგად იქნება, წარმატებები ჭიათურას და ახალ მერს