დღეს ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა

Read Time:29 Second

დღეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 37 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 22 თებერვალს უკანონოდ დააკვა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს? ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად
Next post გიორგი ვოლსკი: არ მგონია, შვიდი ევროპარლამენტარის განცხადებამ იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია