დღეისთვის, დედაქალაქში ჭკვიანი შუქნიშნების მხოლოდ 10-15%-ია დამონტაჟებული

Read Time:55 Second

დღეისთვის, დედაქალაქში ჭკვიანი შუქნიშნების მხოლოდ 10-15%-ია დამონტაჟებული – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჭკვიანი სისტემის მოწყობა, სატრანსპორტო რეფორმის ნაწილია, რომელიც რეფორმის სხვა ნაწილებთან ერთად კომპლექსურად უნდა იყოს განხილული.

„სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში რომელიმე ერთი კონკრეტული მიმართულებით განყენებულად განხილვა არასწორია. უნდა განვიხილოთ კომპლექსურად – პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველობილიკების განვითარება, ქვეითების გადასასვლელები და ა.შ. ჭკვიანი სისტემაც ამის შემადგენელ ნაწილად უნდა განვიხილოთ, რომელიც გულისხმობს ჭკვიან შუქნიშნებს, რომელიც გზას დაუთმობს ერთი მხრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მეორე მხრივ სასწრაფოს, სახანძროს, პოლიციას, ასევე მოხდება ნაკადების დათვლა და სერვერის ერთიან სისტემაში დაინახავს ქალაქში არსებულ ყველა ნაკადს და ავტომატურ რეჟიმში გაიხსნება ის მწვანე დერეფნები, რომ ქალაქში კონკრეტული კვანძების გადატვირთვა არ მოხდეს“, – განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე – რამდენად გამართულად მუშაობს სისტემაში ჩართული შუქნიშნები, ვიქტორ წილოსანმა აღნიშნა, რომ დღეს ამის შეფასება რთულია, რადგან ჭკვიანი სისტემა ჯერ ბოლომდე გამართული არ არის.

„თუ არ მოხდება ჭკვიანი შუქნიშნების ერთიან სისტემაში ჩართვა, სოფტი ახლა მხოლოდ იმ კონკრეტულ ნაწილებს ხედავს, სადაც ეს შუქნიშნები აყენია. ეს მთლიანი შუქნიშნების დაახლოებით 10-15%. აქედან გამომდინარე სისტემის გამართულობაზე ვერ ვიმსჯელებთ, თუმცა ეს არ არის ჩვენი ნოუ-ჰაუ და ყველა განვითარებულ ქალაქში ეს სისტემა გამართულად მუშაობს“, – განმარტა წილოსანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი: გერმანია ისტორიულად მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას
Next post ინგა გრიგოლია: საღოლ ,ბატონო ბიძინა რა! მაგარი შეგვისრულე ყველას ერთად! ახლა დავდგეთ და ვახოხიალოთ ერთმანეთი, რაიმე ცვლილებებისთვის ერთად დგომის ნაცვლად