დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

Read Time:27 Second

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს 09:00 საათიდან დაიწყება.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა: ბავშვის, შემდეგ მშობლის პირადი მონაცემების შესაბამის ბაზაში დაფიქსირება და სასურველი რაიონისა და სკოლის შერჩევა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დოკუმენტაციის წარდგენა კი 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი.

რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

წელს პირველ კლასში შესვლის უფლება მას აქვს, ვინც 16 სექტემბერს უკვე 6 წლის იქნება. 2019-2020 სასწავლო წლისთვის პროცედურაში ცვლილებები შევიდა და ის 4 ეტაპად ტარდება.

წელს, პირველ რიგში, რეგისტრაციის უფლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს მიეცათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიეტოლოგები: ნახევარფაბრიკატები ასუქებს
Next post ტურები „GAME OF THRONES“-ის ნაკვალევზე – ტურისტული სააგენტოების შეთავაზება