დონალდ ტრამპი მოულოდნელად ავღანეთს ეწვია

Read Time:42 Second

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოულოდნელად ავღანეთს ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელ ჯარისკაცებს მადლიერების დღესასწაული მიულოცა, ინდაურით გაუმასპინძლდა და მათთან ერთად ისადილა.

ვიზიტის დროს დონალდ ტრამპი ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანისაც შეხვდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ იმედი აქვს, თალიბი ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდებიან.

„თალიბებს შეთანხმების მიღწევა სურთ და ჩვენ მათთან შეხვედრებს ვმართავთ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას უნდა ითვალისწინებდეს, ისინი ამბობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ სურდათ, თუმცა მჯერა, ახლა მათ ეს სურთ,“ – განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი გაპრეზიდენტების შემდეგ ავღანეთს პირველად ეწვია.

აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ხუთშაბათს გვიან ღამით დაჯდა. პრეზიდენტთან ერთად ავღანეთს სტუმრობდნენ მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენი, თანაშემწეების მცირე ჯგუფი და საიდუმლო სამსახურის აგენტები.

ამ დროისთვის ავღთანეთში 13,000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. არსებული მონაცემებით, ავღანეთის კონფლიქტს 2001 წლიდან დღემდე 2, 400 ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გაიცანით ნიკა ღუნაშვილი – კალიგრაფი, რომელმაც სტრასბურგში ტრამვაიზე დატანილი ანბანი შექმნა!
Next post გახარია: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძლიერი ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს