დონალდ ტრამპი: თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ საარჩევნო კოლეგია ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებს

Read Time:24 Second

დონალდ ტრამპი თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენს გამარჯვებულად გამოაცხადებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, წავალ და თქვენ ეს იცით, მაგრამ ამის გაკეთება ძნელია, რადგანაც არჩევნები მასიურად გაყალბდა”, – აღნიშნა ტრამპმა.

ამერიკული მედიის მონაცემებით, ჯო ბაიდენმა არჩევნებში კოლეგიის წევრთა 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა კი – 232. ბაიდენს საერთაშორისო საზოგადოებამ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა უკვე მიულოცა.

მოქმედი პრეზიდენტი კი არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ ცნობს, თუმცა საკუთარ ადმინისტრაციას ხელისუფლების გადაცემისთვის მომზადება უკვე დაავალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანმო: აუცილებელია, ადამიანები მეტად იყვნენ ფიზიკურად აქტიურები
Next post 24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა