დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ფიქრის დრო არ გვაქვს, რაც სწრაფად მივიღებთ ვაქცინაციის გადაწყვეტილებას, შევძლებთ ქვეყნის ეპიდუსაფრთხოების დაცვას

Read Time:45 Second

ჩვენ ფიქრის დრო არ გვაქვს, რაც სწრაფად მივიღებთ ამ სწორ გადაწყვეტილებას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ჩვენ დავიცავთ საკუთარ ჯანმრთელობას, გავუფრთხილდებით სხვის ჯანმრთელობას ყველა ერთად შევძლებთ ქვეყნის ეპიდუსაფრთხოების დაცვას, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, რეგულაციების გამკაცრების საჭიროება დამოკიდებულია საზოგადოების ქცევაზე. „ინფიცირების ასაკმა საკმაოდ დაიწია. დღეს 90 ბავშვი კოვიდკლინიკებში მკურნალობს. რამდენიმე მათგანი არის საყურადღებო, სულ მცირე ნაწილი, მაგრამ ერთიც ძალიან ბევრია, რომელსაც კრიტიკული მდგომარეობა აქვს და ექიმები ყველაფერს აკეთებენ გადასარჩენად. დღეს ქვეყანაში 90%-ზე მეტი არის ინდური შტამის შემთხვევები. არის ორსულებში ინფიცირების ფაქტები და ლეტალური გამოსავალიც კი. მინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილო განსაკუთრებით ამ სეგმენტზე – ბავშვებსა და ორსულებზე. ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში რეკომენდებულია მათი აცრა, რომ დაცულები იყვნენ თვითონაც და ნაყოფიც გართულებებისაგან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ფიქრის დრო არ გვაქვს. რაც სწრაფად მივიღებთ ამ სწორ გადაწყვეტილებას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ჩვენ დავიცავთ საკუთარ ჯანმრთელობას, გავუფრთხილდებით სხვის ჯანმრთელობას და ყველა ერთად შევძლებთ ქვეყნის ეპიდუსაფრთხოების დაცვას“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: დღევანდელი პირობებით, დასწრებული სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს
Next post ჭიათურის კანდიდატის შეხვედრა