აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:45 Second

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში მომხდარ კონფლიქტსა და ამ ნიადაგზე ტარიელ ნაკაიძის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე კომენტარს აკეთებს.

„პარლამენტში, იმ დღეს მომხდარი კონფლიქტი არც რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულა და არც მის მიმართ პასუხი იყო რელიგიური ნიშნით. ეს იყო მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის კონფლიქტი, რომელიც ტარიელ ნაკაიძის მხრიდან დეპუტატების პიროვნულ შეურაცხყოფას ეხებოდა. ნაკაიძეს და მის თანამოაზრეებს კი სურთ ეს ფაქტი ჩვენს მუსლიმ მოსახლეობასთან რელიგიურ კონფლიქტად აქციონ და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. ეს არის სახელმწიფოებრივად საშიში და მიუღებელი. მისი ქმედება არის ტყუილზე დაფუძნებული და ამას ხვდება ჩვენი მოსახლეობა. პოლიტიკური მიზნით რელიგიური შუღლის გაღვივების უფლებას საქართველოში არავის მივცემთ. ამის უფლებას არავის მისცემს თავად მუსლიმი თემი. ჩვენს ქვეყანაში ტოლერანტობა ყველა კონფესიის ადამიანის მონაპოვარია და ამის განადგურებას თავად ხალხი არ დაუშვებს. ამიტომ, ფუჭია და უშედეგო ტარიელ ნაკაიძის მცდელობა ქვეყნის შიგნით რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების. ერთადერთი, რაც შეიძლება მისმა ქმედებამ გამოიწვიოს, არის საკუთრივ მისი სახელის შებღალვა. ჭკვიანი კაცი კი ამას არ დაუშვებს“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები