აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:40 Second

როცა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენციაა, ავტომატურად დგება საკითხი, ხომ არ გამკაცრდეს შეზღუდვები… ეს იქნება წერტილოვანი თუ მასშტაბური ლოკდაუნები, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ეს არაა სახელმწიფოს ინტერესში, რადგან შეზღუდვების დაწესება იმოქმედებს ეკონომიკაზე. ტურისტული სეზონი ახლოვდება და თუ ჩვენ წესები არ დავიცავით, რა თქმა უნდა, ამ სეზონსაც საფრთხეს შევუქმნით. ეს კი ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, მისი თქმით, თუ მოქალაქეები დაიცავენ წესებს შეზღუდვების საჭიროება არ დადგება. „ამ შემთხვევაში არ გახდება საჭირო უფრო მკაცრი შეზღუდვები და რეგულაციები შემოვიტანოთ. ამას არ სჭირდება აქციების გამართვა და მოთხოვნები, რომ შეზღუდვები შემცირდეს. ამას სჭირდება წესების დაცვა. ყოველდღე გვახსენებენ დარგის სპეციალისტები, რომ უნდა მოვიხმაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 284 061 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 024, გარდაიცვალა 3 822 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები