მარტი 29, 2024
0 0
Read Time:31 Second

ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები არიან ძველი სახეები, რომელთაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, ამიტომ შესაბამის ნიშანს დაუწერს არჩევნების დროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„მეკითხებით, წარდგენილი კანდიდატების სიას გავეცანი თუ არა, რას უნდა გავეცნო, ესენი არიან ძველი სახეები, რომელთაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, ამიტომ, ძველი ცნობადობით დაუწერს მათ ნიშანს არჩევნების დროს. არ მგონია, მათ შეძლონ საზოგადოებისთვის იმ წარსული საქმიანობის გადამალვა, რომელიც ძალიან კარგად ახსოვთ დღემდე საკმაოდ მძიმედ. ასე რომ, ნუ თვლიან, რომ საზოგადოებას აქვს ღრმა ამნეზია. საზოგადოებას ეს კარგად ახსოვს, მათ კარგად იცნობენ და ამ ცნობადობით იქნება შეფასება. ისინი აუცილებლად დამარცხდებიან“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატები დღეს დაასახელა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები