მარტი 28, 2024
0 0
Read Time:52 Second

არ გამკვირვებია მისი ასეთი შეფასება. მისი განცხადებების ქრონოლოგიას თუ მივყვებით, ის ერს და ქვეყანას ევლინებოდა დისტანციურად მხსნელად, თითქოს ის იყო გამაერთიანებელი ოპოზიციის, მაგრამ საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გამჟღავნდა მისი ზრახვები, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, როდესაც სააკაშვილმა თქვა, ან „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს არჩევნებს, ან საქართველო დაიღუპებაო.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ბოლომდე ვერ შეინახა ის, რასაც ფიქრობდა.

„ის ამბობს დღეს, რომ ან ხელისუფლებაში უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, ან ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა. ასეთი მიდგომა არა თუ არასერიოზული, არამედ სახიფათოა და ვფიქრობ, საზოგადოება კიდევ ერთხელ და უფრო მაღალ ხარისხში გაითვალისწინებს „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დაბრუნების თეორიულ რისკებს, რომელიც პრაქტიკულად წარმოუდგენელია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

იქამდე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა- „მე ვხედავ საზოგადოების კოალიციას, მე საერთოდ ვერ ვხედავ პარტიულ კოალიციას. არ მჯერა პარტიებისა და პარტიუკების, არ მჯერა პოლიტიკანობის. მე მჯერა სახელმწიფო მოღვაწეების, ინოვაციის, ფართო საზოგადოებრივი ხედვის, პატრიოტიზმის, ფართო საზოგადოების გაერთიანების. ახლა გვჭირდება სტაბილიზაცია. ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე უმრავლესობას ან აიღებს, ან საქართველო დაიღუპება“, – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები