დიმიტრი ხუნდაძე: დათა პაპას მოქალაქეობრივი გმირობა და სულიერი სიმტკიცე მისაბაძია

Read Time:41 Second

დიმიტრი ხუნდაძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი Facebook-ზე წერს.

„მინდა ჩემი ღრმა მწუხარება და გულისტკივილი გამოვხატო დათა ვანიშვილის, იმ გმირი ადამიანის გარდაცვალების გამო, რომელიც საქართველოში რუსეთის მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლით ნამდვილ სიმბოლოდ გადაიქცა

მას შემდეგ, რაც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართები გაუვლო, მან უარი თქვა საკუთარი საცხოვრებლის მიტოვებაზე და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, მავთულხლართებს მიღმა არჩია. იგი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას“, – წერს ხუნდაძე.

დეპუტატის თქმით, სწორედ უკანონო ოკუპაციის შედეგია, რომ დღემდე, სისტემატურად და უხეშად ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მრავალი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. საქართველოს ხელისუფლება კი ყველა შესაძლო რესურსისა და მექანიზმის გამოყენებით ძალისხმევას არ იშურებს, საოკუპაციო ძალების ამ დესტრუქციულ პოლიტიკასთან გასამკლავებლად.

„დათა პაპას მოქალაქეობრივი გმირობა და სულიერი სიმტკიცე მისაბაძია … სწორედ ისაა ნათელი მაგალითი როგორ არ უნდა შეეგუო ოკუპაციას“, – წერს ხუნდაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ყველაზე პრინციპული მეტოქე – რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა
Next post ირაკლი კობახიძე ოპოზიციის აქციებზე: მათ ხალხის შესაკრებად რესურსი არ აქვთ