დიეტოლოგების მიერ შემუშავებული ბოსტნეულის წვნიანი

Read Time:44 Second

ინგრედიენტები

  • მწვანე ბულგარული წიწაკა – 2 ცალი
  • ხახვი – 4-5 საშუალო თავი
  • ნიორი – 1 კბილი
  • კომბოსტო – ჩვეულებრივი, ან ყვავილოვანი 1 პატარა თავი
  • პომიდორი – 1 ცალი
  • ტომატპასტა – 1 ჩ/კ
  • ქინძი, ოხრახუში, ნიახური – თითო ღერი
  • ბულიონის კუბიკი – ბოსტნეულის, 2 ცალი
  • მარილი და პილპილი – გემოვნებით
  • წყალი – 2 ლ

მომზადების წესები

ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი და ჩავყაროთ შიგნით პატარა კუბებად დაჭრილი ბოსტნეული: 2 მწვანე ბულგარული; 4-5 საშუალო თავი ხახვი; 1 კბ. ნიორი; ჩვეულებრივი ან ყვავილოვანი კომბოსტო, რომელსაც ასევე კუბებად დაჭრით (უფრო გემრიელი გამოდის ბროკოლით, ოღონდ დიდხანს ნუ მოხარშავთ. ბროკოლი ქვაბის გამორთვამდე 5-7 წუთით ადრე ჩაყარეთ); 1 პატარა პომიდორი (ჩაის კოვზით ტომატ-პასტაც შეგიძლიათ); თითო ძირი მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, თითო ღერი ნიახურიც ჩაახარშეთ); 2 ცალი ბოსტნეულის კუბი (“გალინა ბლანკა”); მარილი, წიწაკა, პილპილი – გემოვნებით. დაასხით 2 ლიტრი წყალი და მოხარშეთ. სუპი უცხიმოდ უნდა მიირთვათ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგშივდებათ.

მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ ჩვეულებრივი კომბოსტო ჩაანაცვლოთ ყვავილოვანით, ან ბროკოლით.

სასურველია, რაციონიდან ამოიღოთ ტკბილეული და თეთრი პური.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბროწეულის გლინტვეინი
Next post ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გახარიას ვიზიტს Twitter-ზე ეხმიანება