„დიდი შვიდეულის“ იუსტიციის მინისტრებმა ვლადიმირ პუტინის მიერ ზამთრის ომის იარაღად გამოყენება დაგმეს

Read Time:23 Second

„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების იუსტიციის მინისტრებმა ვლადიმირ პუტინის მიერ ზამთრის ომის იარაღად გამოყენება დაგმეს. ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა განაცხადა.

გერმანიის იუსტიციის მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შედეგად, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას სიცივეში უწევს ცხოვრება.

„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ეს ომის საშინელი დანაშაული, რომლის მიზანია, რომ ბევრი ადამიანი ზამთრის მსხვერპლი გახდეს“, – აღნიშნა მარკო ბუშმანმა.

მარკო ბუშმანმა ასევე განაცხადა, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოძიება უნდა ჩატარდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რომან გოცირიძე: მიხეილ სააკაშვილს რაიმე რომ მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი და ვერც ბიძინა ივანიშვილი გაასწრებს საქართველოდან
Next post ბექა დავითულიანი: ვისაც ეს ქვეყანა და ქალაქი უყვარს, უნდა უხაროდეთ, რომ მშვიდობის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა. ვისაც ეს აწუხებს, ისინი ვერ იტანენ, რომ აქ მშვიდობა შენარჩუნდა