დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი, მათ შორის შსს-ს 1 თანამშრომელი დააკავეს

Read Time:26 Second

სამართალდამცველებმა მოსამართლოს განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას.

დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით სონღულაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერისგან ინიცირება, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა პოსტპანდემიურ ქვეყანაში
Next post ზაალ უდუმაშვილი – მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და ის ექვსი პუნქტი განვიხილოთ, რომლებიც შარლ მიშელმა ჩამოწერა