დე, როდის მოხვალ?

Read Time:1 Minute, 20 Second

დე, როდის მოხვალ?
ჯერ ვერა, ვმუშაობ, რამე გინდოდა, დე?
– რამე წამომიღე რა, რომ წამოხვალ, რამე სასუსნაო.
– კაი, დე…

ერთი საათის შემდეგ:

– დე, ხომ არ წამოხვედი?
– არა, დე, ჯერ ვერა.
– როდის მოხვალ?
– დაახლოებით 11 საათისთვის, გშია, დე?
– არა, კაცო, მაგიტო არ გირეკავ, აბანოში შევდივარ და ვიფიქრე, გზაში არ იყოს, უცებ რომ მოვიდეს და კარის ხმა ვერ გავიგონო-თქო.
– ვა, დღეში ორჯერ ბანაობაზე გადახვედი?
– ვივარჯიშე და… – იცინის.

ერთი საათის შემდეგ, 10 საათზე:

– დე, ვიძინებ.
– ტკბილი ძილი, გაკოცე და ბოდიში…
– ბოდიში რისთვის?
– რომ ვერ მოგისწარი და რომ ვერ მოგიტანე დროულად…
– ეგ არა უშავს…
კაი, დე, ვთიშავ ინტერნეტს, დავწექი უკვე, ვიძინებ…
ხო, საჭმელი მაინც წამომიღე და მაცივარში შეინახე, კი ვიძინებ, მარა დილით შევჭამ…

ვუყურებ ახლა, ვიცი, რომ არ წყინს, რომ ვერ მოვუსწარი, ვიცი, რომ ისევ ისე ვუყვარვარ, როგორც დილით, ვიცი, რომ მშიერი და ნასუსნავები კუჭით ერთნაირად ვუყვარვარ, მაგრამ გული მეკუმშება, რომ ვერ მოვახერხე 9-ზე მოსვლა, რომ არ დავულაგე თეფშზე საკვები, რომ ვერ ვაკოცე ძილის წინ…

ვუყურებ – კაცი წევს, კაცი წევს და საბნის ზემოდან ბავშვის თითებია ამოშვერილი – ამ თითებით გაიცხელა დღეს კერძი…

ვუყურებ კაცია და თან ბავშვი – ვუყურებ და ტუჩებს არ აცმაცუნებს – იქნებ, მართლა არ შიოდა და სუსნაობა უნდოდა მხოლოდ, არ ვიცი – მთავარია, ტუჩებს არ აცმაცუნებს – ანუ, მე არ ვესიზმრები სანოვაგით ხელში…

ვუყურებ და ვიცი, გავა წლები, ბევრი წელი გავა, იმედია, ის მოვა საღამოს გვიან სახლში, მე დავხვდები დაძინებული, დამხედავს და ჩემს საყვარელ წვენს ან ყავას, ან რავი რამეს, შემინახავს მაცივარში, დამხედავს და გაუკვირდება, გული ისევ ბავშვის რომ მაქვს, საბნის ზემოდან რატომ მომიჩანს დანაოჭებული ხელი, მოხუცის ხელი…

მერე გული დასწყდება, რომ ვერ მომისწრო დაძინებამდე, რომ ვერ მაკოცა ძილის წინ…

მერე ისიც ჩემსავით დაელოდება გათენებას, რომ მითხრას: – დილა მშვიდობისა, დე…

თამოკეშა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 13 კაცი და ქალი, რომელსაც პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები აქვს — კობახიძე NGO-ებზე
Next post ”მწყევლიან ნაცები – მაგათ მოხვდეთ მეტეორი, როცა მიშა შეკრებს”