დერვიში – წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო

Read Time:39 Second

ჟურნალისტის, მხატვრის, სოსო ზაალიშვილის ნაწარმოები „დერვიში“ 20-ე საუკუნის
მიწურულს კავკასიაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე მოგვითხრობს.
ნაწარმოებში აღწერილია რუსეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთ კავკასიაში, ჩეჩნეთში,
ინგუშეთში, დაღესტანსა თუ აზერბაიჯანსა და საქართველოში, აგრეთვე ევროპასა და
ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ისლამური წინააღმდეგობისა და ტერორისტული
უჯრედების შექმნისა და მათი მოქმედების შესახებ. აღწერილია ჩეჩნეთის პირველი და
მეორე ომის პერიოდში მომხდარი რეალური ამბები.
ავტორი მკითხველს აცნობს ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ, აგრეთვე ეკონომიკურ
ვითარებას. ცალკეული გმირების წინა პლანზე წამოწევით კი მოსახლეობის სოციალურ-
ეკონომიკურ მდგომარეობას, თუ ფსიქოლოგიურ პორტრეტს.
ნაწარმოებს მთავარ ლაიტმოტივად სასიყვარულო ისტორია გასდევს. ის ნათლად
აჩვენებს გრძნობის, როგორც აღმაშენებელ, ასევე დამანგრეელ ძალას, ხოლო მთავარი
გმირების საბოლოო კათარზისი აბსოლუტურად ცვლის იმ დროისათვის არსებულ
რეალობასთან და ცხოვრებისთან მათ დამოკიდებულებას.
წიგნის პრეზენტაცია შედგება ბარნოვის ქუჩა 73, გალერეა „ლომინარში“.
პრეზენტაციასტან ერთად გამოიფინება სოსო ზაალიშვილის და წიგნის ილუსტრაციების
ავტორის გიორგი (გიგა) ზაალიშვილის ახალი ნამუშევრები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტრომ ახალ პენიტენციურ კოდექსზე მუშაობა დაასრულა − პროექტი მალე პარლამენტს წარედგინება
Next post ლევან ხაბეიშვილი – პრეზიდენტ სააკაშვილს არც ერთი წამით არ მიუტოვებია არათუ ქვეყანა და ხალხი, არამედ ბრძოლის ველი