დევნილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი 53 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა

Read Time:36 Second

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ ზუგდიდისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული კერძო სახლები დაათვალიერეს.

სოზარ სუბარი ზუგდიდში, იუსტიციის სახლში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცედურასაც დაესწრო.

2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 53 ოჯახს შეუსყიდა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკომიგრანტი ოჯახები 25 000 ლარის ფარგლებში, სახლებს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ. კერძო სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

ამასთან, სახელმწიფომ, 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი სახლი 1000-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა.

სამინისტროს ცნობით, 2018 წელს, აჭარის მთავრობასთან ერთად, იგეგმება კიდევ 445 ოჯახის განსახლება, ამ ეტაპზე, 70-მდე სახლი უკვე შესყიდულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მასწავლებელი თათია ლაბაძე ლექციებზე შვილთან ერთად დადის
Next post არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტზე „პატრიოტთა ალიანსს“ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია