მარტი 28, 2024
0 0
Read Time:37 Second

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს კიდევ 100-მდე მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტი გადაეცემა.

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღებას წელიწადში ორჯერ ცხადდება.

„საქართველოში დაბრუნებული 100-მდე მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ, სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. პროგრამის მონაწილეებმა საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკა და ინვენტარი თავადვე შეარჩიეს. მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

სააგენტო დაბრუნებული მიგრანტების სიას აქვეყნებს, რომლებსაც გრანტი გადაეცემათ: https://idp.gov.ge/news-222/

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები