მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 18 Second

სოციალურ ქსელში 21 წლის ბიჭის ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომელიც სწავლის საფასურის გადასახდელად დასუფთავების სამსახურში მუშაობს.

“მე ვარ ილია, 21 წლის, თბილისში ბებიასთან და ბაბუასთან ვცხოვრობ, დედ-მამა პატარა ასაკში გარდამეცვალა. ბებია ყოველთვის ცდილობდა დედობრივი სიყვარული არ მოეკლო ჩემთვის მისი არყოფნა ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა ჩემთვის.

როდესაც სკოლა დავამთავრე ბებიამ მირჩია უნივერსიტეტში ჩამებარებინა. არანაირი სახსრები ჩვენ არ გაგვაჩნდა, თავი ძლივს გაგვქონდა, სწორედ ამის გამო უარი ვუთხარი. ერთ დღესაც ბებიამ დედას და მამას ფოტოები მაჩვენა. მომიყვა მათ შესახებ მხოლოდ მონაყოლიდან ვიცოდი, რადგან დედა ჩემზე მშობიარობას გადაყვა, მამა კი დედაზე დარდმა შეიწირა.

ბებომ მომიყვა დედას და მამას გაცნობის შესახებ, თუ როგორ აკითხავდა თურმე მამა ყოველდღე დედას უნივერსიტეტში. როგორ უნდოდა თავის მოწონება ბებიასთან და ბაბუასთა, რომ მათი შვილი გაეტნია და ა.შ. მაგრამ ყველაზე მეტად ერთმა ისტორიამ იმოქმედა ჩემზე, ბებიამ მითხრა, როდესაც დედაშენი შენზე ორსულად იყო, უნდოდა რომ შენც მასავით წარმატებულად დაგემთავრებინა უნივერსიტეტი და წარმატებას მიგეღწია. ეს სიტყვები თავიდან არ მომივიდა. სულ მიტრიალებდა.

ერთ დღესაც გადავწყვიტე უნივერსიტეტში ჩაბარება, მთელი ერთი წელი ჩემით მოვემზადე, წიგნებს მეგობრებს ვთხოვდი, რადგან ყიდვის საშუალება არ მქონდა.

ჩავაბარე უნივერსიტეტში, სამწუხაროდ მხოლოდ 50 პროცენტიანი გრანტი ავიღე, მაგრამ ჩემს საოცნებო პროფესიას შევისწალიდი. სწავლის გადასახადი ჩემს თავზე ავიღე, სწორედ ამიტომ მუშაობა დასუფთავებაში დავიწყე. გამოვდივარ ყოველ დილით 6 საათზე და ჩემს საყვარელ ქუჩას ვასუფთავებ. მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი ქუჩა. როდესაც ჩემი მეგობრები გამოივლიან დამცინიან, როგორ არა გრცხვენია… სირცხვილის ნატამალი სულ არ გაგაჩნიაო…

ნუთუ ცუდია რომ ასე ძალიან ვუფრთხილდები ჩემს ქალაქს. უნივერსიტეტშიც იგივე განმეორდა, როდესაც ჩემს შესახებ გაიგეს, ძალიან დამცინავი და შეურაცმყოფელი რეპლიკები წამოვიდა ჩემს მიმართ. მაგრამ რამდენიმე ადამიანი გვერდში დამიდგა და დღემდე მეხმარება პრობლემების მოგვარებაში. მათი მადლიერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე” – ამბობს ახალგაზრდა ბიჭი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები