მარტი 29, 2024
0 0
Read Time:24 Second

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება დედაქალაქში 9 დეკემბერს გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფლები, რომელზე მეტ ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდიან.

„საახალწლო ილუმინაციების და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია ღონისძიების სახით 9 დეკემბერს გაიმართება. იმის გათვალისწინებით, როგორი ამინდები იქნება, თუ რაიმე ცვლილება იქნება, საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას. გადაწყვეტილი გვაქვს დედაქალაქის საახალწლო ილუმინაციებით 9 დეკემბერს განათდეს.

შემდეგ ცოტა მოგვიანებით საახალწლო სოფელი გაიხსნება, სადაც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები