დაშავებულები კვებით, სასტუმროთი და ავიბილეთებით ტურიზმის ადმინისტრაციამ უზრუნველყო

Read Time:29 Second

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაშავებულები და მათ თანმხლები პირები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინტრაციამ კვებით, სასტუმროთი და ავიბილეთებით უზრუნველყო. ხარჯებს მთის კურორორტების კომპანია დაფარავს. ინფორმაცია უწყების გვრედზე ვრცელდება.

დაშავებულებთან ერთად მუშაობენ ფსიქოლოგებიც. დაშავებული უცხოელი ტურისტები და მათი ახლობლები ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისრტაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოინახულა.

გუდაურში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ანანიაშვილი „რომეო და ჯულიეტაში” მთავარ პარტიას შეასრულებს
Next post კვლევა: Pornhub-ს წუთში 56 000 მომხმარებელი ჰყავს