დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საერთაშორისო შეთანხმებებზე იმსჯელა

Read Time:1 Minute, 1 Second

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს („მსესხებელი“), შორის (ეკონომიკის სტაბილიზაცია ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით) სასესხო შეთანხმებაზე“ იმსჯელეს.

სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ შეთანხმების გაფორმების მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმება საქართველოს ენერგეტიკისა და მწვანე სექტორის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით სესხის სახით 27 მლნ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

შეთანხმების მიხედვით რეფორმის პროგრამა ექვს ფაზად არის დაყოფილი და ენერგეტიკის სექტორის გარდა, საქართველოში მწვანე რეფორმების განხორციელებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამ მიმართულებით, მეხუთე ფაზის განხორციელებას მოხმარდება შეთანხმებით განსაზღვრული თანხა.

ამავე მიზნებს მოხმარდება კიდევ ერთი საერთაშორისო სარატიფიკაციო დოკუმენტი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს („KfW“), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას (EUD) შორის გაფორმდა განზრახულობათა დეკლარაცია – მულტინაციონალური და საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოსთან“ დამატებით ორწლიან პროგრამაზე „საქართველოს ენერგეტიკისა და მწვანე სექტორის რეფორმის მხარდაჭერა“, რომლის ფარგლებში 2022 წელს ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მეხუთე ფაზა და (AFD) კვლავ მზადაა ითანამშრომლოს საქართველოსთან. ენერგეტიკის სფეროში ამ მიზნით ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილია 60 მლნ ევროს ოდენობის სესხი“- განაცხადა მომხსენებელმა, რომელმაც სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები გააცნო დეპუტატებს.

კომიტეტის წევრებმა პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების სარატიფიკაციოდ გატანას მხარი დაუჭირეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ხაბეიშვილი: სააკაშვილს ფაქტობრივად მალავენ, რომ ის ვიზუალურად არ ნახოს საზოგადოებამ
Next post ყაჩაღობისა და მონაზვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ