დავით ფურცხვანიძეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად

Read Time:1 Minute, 6 Second

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, მიხეილ რამიშვილის სავარაუდო წყაროს, დავით ფურცხვანიძეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად.

დ.ფ.-ს წარედგინება ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით.

პროკურატურის განცხადებით, დ.ფ.-ს წარედგინება ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით.

„დაკავებულს ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ ის აპირებს ქვეყნის დატოვებას და უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთი, ასევე საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში აქვს ანგარიში, რომელზეც სისტემატურად ახდენს სხვადასხვა თანხის აკუმულირებას, რაც ბრალდების მხარეს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დ.ფ. აპირებს ქვეყნის დატოვებას, რათა თავი აარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, რის გამოც ბრალდების მხარე იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ დღეს დაადასტურა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიხეილ რამიშვილის სავარაუდო წყარო დავით ფურცხვანიძე დაკავებულია.

უწყების განმარტებით, დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ Whats App-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც თავის მხრივ, ეს ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით. მოცემულ ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ფოტოსურათები არის ყალბი და დამზადებულია მონტაჟის გზით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: „ქართული ოცნება“ 100%-ით ერთგულია საქართველოს დასავლური გზის, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის მონდომების
Next post ვახტანგ აბაშიძე: საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით, რაც ჩვენი უპირატესობაა ჩამოვყალიბდეთ რეგიონის ციფრულ ჰაბად