დავით სონღულაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბიუჯეტზე: თითოეული თეთრი უნდა იყოს სწორად და ეფექტურად გახარჯული, განსაკუთრებით მაშინ, როცა პანდემიური მდგომარეობაა

Read Time:1 Minute, 2 Second

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2020 წლის ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციით გამოდის.

„არის რაღაც რეკომენდაციები, რომელიც გვექნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2020 წლის ბიუჯეტის ანგარიშთან მიმართებით. კერძოდ, 2020 წლის ბიუჯეტში დარჩა აუთვისებელი თანხები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ის თანხები, რომელიც ბიუჯეტითაა გათვალისწინებული „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“, სწორად იყოს გახარჯული. კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე, ალბათ ვიფიქრებთ, რომ 2021 წლის 6 თვის მაჩვენებელიც მოვისმინოთ. თუ ეს ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ ვერ ითვისებენ ბიუჯეტს, შესაბამისად, უკვე დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ამ საკითხზე ვიმსჯელოთ. თითოეული თეთრი უნდა იყოს სწორად და ეფექტურად გახარჯული, განსაკუთრებით მაშინ, როცა პანდემიური მდგომარეობაა. ასევე არსებობს სხვა რეკომენდაციები, რომელიც იქნება წერილობით განსაზღვრული“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლებმა კომიტეტის სხდომაზე განმარტეს, თუ რატომ ვერ აითვისეს სრულად 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა. „ამისთვის არსებობს სხვადასხვა მიზეზები, რომელიც თვითონ დაასახელეს. რთულია ვთქვა ეს იყო სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები. მათ თქვეს,0, რომ პანდემიის გამო მოხდა გარკვეული შეზღუდვა. ვფიქრობ, რომ 2021 წელსაც 6 თვის შემდგომ გავაკეთოთ ბიუჯეტის მოსმენა და გადავხედოთ იმ ნაწილს, თუ როგორ მიმდინარეობს თანხების ათვისება, რადგან ეს არ გახდეს სისტემური ხასიათის და არ გაჩნდეს ტენდენცია. შესაბამისად, ვინაიდან კომიტეტს აქვს საზედამხედველო ფუნქცია, სწორად იყოს რეკომენდაციები გაცემული. თუ იქნება მსგავსი ტენდენცია, ერთად ვიმსჯელოთ, ამას რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს“, – აღნიშნა სონღულაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ხუციშვილი: იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმის სექტორის აღდგენას 40-45%-ით მოვახერხებთ, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება
Next post ზურაბ ქადაგიძე – გიორგი გახარიას გუნდი ღიად გადავიდა ბიძინა ივანიშვილთან კონფრონტაციაზე