დავით სონღულაშვილი: მზად ვართ ინოვაციების სააგენტოს მაქსიმალურად მხარდაჭერისთვის

Read Time:28 Second

ჩვენი კომიტეტი მზად არის, მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ინოვაციების სააგენტოს, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები პროცესში, რომ როცა დაგჭირდებათ, თქვენ გვერდით ვიყოთ და გქონდეთ მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოდან იმისათვის, რომ თითოეულ სტარტაპერს მიეცეს განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საკომიტეტო მოსმენისას.

„ეს არის შესაძლებლობა თითოეული ადამიანისთვის, რომ შეძლოს თავისი იდეების განხორციელება, ისე როგორც არასდროს, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ყოველწლიურად უფრო ვვითარდებით, უფრო მეტი შედეგები გაქვთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ კანონმდებლებს ინოვაციების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარმოუდგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ბურჯანაძე: თუ ხელისუფლების მხრიდან გადმოიდგმება ნაბიჯები, ევროპელი მეგობრების თხოვნას გავითვალისწინებთ
Next post შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი პარლამენტში შემოსვლაა