დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა

Read Time:32 Second

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის რიგით 57-ე სხდომაში მონაწილეობდა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში 11 ქვეყნის 50-მდე დელეგატი მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხები განიხილეს, რომელზეც თითოეული დელეგაციის წევრი გამოვიდა სიტყვით.

კომიტეტის სხდომაზე მიიღეს მოხსენებისა და რეკომენდაციის პროექტები თემაზე: „პარლამენტის როლი ტრეფიკინგთან ბრძოლაში – პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“.

წარმოდგენილ მოხსენებაში აისახა დეტალური ინფორმაცია საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე, ის სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლითაც ქვეყანაში რეგულირდება ტრეფიკინგთან ბრძოლა და საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებთანაც მიერთებულია საქართველო.

სხდომის დასასრულს, ასამბლეის სხვა საპროცედურო საკითხები განიხილეს, მათ შორის, ასამბლეის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს მზაობა, რომ პოზიციების დაცვაში ერთიანი ვიყოთ
Next post შალვა პაპუაშვილი სერგი კაპანაძის განცხადებაზე: ასეთ დანაშაულს რომ დააბრალებ საკუთარ ქვეყანას, ეს ძალიან საკვირველია