დავით მათიკაშვილი ოპოზიციის შეკრებებზე: ოპოზიცია არ უფრთხილდება საკუთარ ამომრჩეველს და არც პარტიულ აქტივს

Read Time:1 Minute, 4 Second

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დღეს გამართულ შეკრებას გამოეხმაურა.

„ნათელია, რომ ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველსაც არ უფრთხილდება და არც პარტიულ აქტივს. აქედან გამომდინარე ის გაუფრთხილდება ჩვენს ქვეყანას?! მნიშვნელოვანია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ცალსახაა, რომ ყველა ვალდებულია დაიცვას რეკომენდაცია, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, სამართლებრივად ეს დაშვებულია თუ არა. გაუფრთხილდნენ პირველ რიგში საკუთარ აქტივს და ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს მათიკაშვილი.

მან ოპოზიციურ პარტიებს ჯანდაცვის უწყებების მიერ გაცემულ რეკომენდაციები გაახსენა და არსებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„ერთია სამართლებრივი მხარე ამ თემის, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში პარტიები არ არიან შეზღუდულები გამართონ შეკრებები მხარდამჭერებთან ერთად, მაგრამ მეორეა უსაფრთხოებისა და მორალური მხარე . საზოგადოებამ კარგად დაინახა „ქართული ოცნების“ ყველა შეკრება, თუ როგორ იყო დაცული უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა ნორმა, ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია COVID19- ის წინააღმდეგ ბრძოლაში, იყო დაცული დისტანცია, ყველას გვეკეთა პირბადე, თუნდაც ორი დღის წინ პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა

მისი თქმით, ოპონენტების პარტიულ შეკრებებზე მსგავსი რამ არ მომხდარა. „თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ერთი ადამიანი მაინც ყოფილიყო კოვიდინფიცირებული იმ შეკრებებზე, რა სავალალო შედეგი დადგებოდა?!ჩვენ ვნახეთ „პატრიოტთა ალიანსის“ მიტინგის მსგავსი ღონისძიება, ვაშაძის სიის წარდგენა, ჩვენ ვნახეთ „ევროპული საქართველო“, რომლებმაც ახალგაზრდებს ელეტრონული მუსიკის ზეიმი მოუწყო. არაერთი შემთხვევა, მაგალითია იმისა, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევა ჩვენი ოპოზიცია და არ უფრთხილდება საკუთარ ამომრჩეველს. ნათელია, რომ არც გაუფრთხილდებიან, ამიტომ არ უნდა ანდოს ელექტორატმა არც ერთი მანდატი ოპოზიციურ ფლანგს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში, სორის, ბარისა და ღარის თემების მოსახლეობას შეხდა
Next post თემქაზე ორი ადამიანი სავარაუდოდ, CO-თი გარდაიცვალა