დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი რადიკალური ოპოზიციისთვის მას შემდეგ გახდა მიუღებელი, როდესაც გაანალიზეს, რომ ის ეხება მართლაც ოლიგარქებს, მაგალითად როგორიც არის დავით კეზერაშვილი

Read Time:1 Minute, 3 Second

რადიკალურ ოპოზიციას იმთავითვე სურდა, შეექმნა ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანზე იქნებოდა მორგებული და საკუთარი მრუდე დღის წესრიგის რეალიზებას ამ კანონით შეძლებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი რადიკალური ოპოზიციისთვის მას შემდეგ გახდა მიუღებელი, როდესაც გაანალიზეს, რომ ის ეხება ისეთ ადამიანებს, მართლაც ოლიგარქებს, როგორიც მაგალითად დავით კეზერაშვილია.

„რადიკალურ ოპოზიციას იმთავითვე სურდა, შეექმნა ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანზე იქნებოდა მორგებული და საკუთარი მრუდე დღის წესრიგის რეალიზებას ამ კანონით შეძლებდნენ. როდესაც გაანალიზეს, რომ არ შეიძლება ბუნებაში ასეთი კანონი არსებობდეს და ერთადერთი მაგალითი ამისა არის უკრაინული მაგალითი, სადაც რამდენიმე პრინციპით ხდება ოლიგარქად ამა თუ იმ პირის ცნობა და მიხვდნენ, რომ რეალურად ის ეხება ისეთ ადამიანებს, მართლაც ოლიგარქებს, როგორიც მაგალითად არის დავით კეზერაშვილი, იგი მათთვის მიუღებელი გახდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტი უკრაინის კანონის მაგალითზე შემუშავდა და უკრაინული კანონმდებლობის ნორმებს არსობრივად იმეორებს. კანონპროექტის თანახმად, პირი ოლიგარქია, თუ კრიტერიუმებიდან, სულ მცირე, სამს ერთდროულად აკმაყოფილებს. ანუ თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუ არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს, ასევე, თუ მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, დადგენილ საარსებო მინიმუმს მილიონჯერ აღემატება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო
Next post მებაღეს, რომელმაც ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა, კახა კალაძემ ბინა აჩუქა