დავით კირკიტაძე – ზვიად გამსახურდიასაც თავის დროზე მოუწია სამშობლოს დატოვება, რადგან ზუსტად იგივე ძალები იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, ვინც დღეს იბრძვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ

Read Time:50 Second

ერთი წელი შესრულდა, რაც თქვენ თქვენი სასამართლოს, მურუსიძის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში გყავთ მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ამ ქვეყნისათვის, გყავთ უკანონო პატიმრობაში და მოშველიება ახლა იმის, თითქოს მან საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ და ამისთვის იხდის სასჯელს, არარელევანტურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც დავით კირკიტაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს იმდენი რამ აქვს გაკეთებული, პარლამენტის თითოეულ წევს რომ იმის მეათედი გაეკეთებინა, ქვეყანა ბევრად წინ იქნებოდა.

„თავის დროზე, თქვენ რომ ყოფილიყავით ხელისუფლებაში, ზვიად გამსახურდიასაც ამ მუხლით გაასამართლებდით, საზღვრის უკანონო კვეთა. მასაც თავის დროზე მოუწია სამშობლოს დატოვება, როგორც მიხეილ სააკაშვილს, რადგან ზუსტად იგივე ძალები იბრძოდნენ მის წინააღმდეგ, ვინც დღეს იბრძვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. დღეს თქვენ გინდათ საზოგადოება დააჯეროთ, რომ მურუსიძის სასამართლო არის სამართლიანი, რომ ჩინჩალაძის სამართალი არის სწორი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე. ადამიანი, რომელსაც იმდენი რამე აქვს გაკეთებული, თითოეულ აქ მსხდომს იმის მეათედი რომ გაგეკეთებინა ჩვენი ქვეყნისთვის ამ 10 წლის განმავლობაში, ბევრად წინ იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, არ იქნებოდა ასეთი უკიდურესი გაჭირვება, ძალიან გული მტკივა ამაზე, ჩვენი მოქალაქეები იძულებული გახდებოდნენ, წასულიყვნენ აქედან“, – განაცხადა კირკიტაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, რაც არის უდიდესი პრობლემა
Next post სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა