მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 4 Second

20 ივნისის აქცია შედგა, სადაც დაზუსტებით ვერავინ იტყვის რამდენი ადამიანი გამოვიდა, მაგრამ ფაქტია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაჭედილი იყო. ყველა იქ მყოფ ადამიანს აერთიანებდათ იდეა და ეს არის საქართველოს ევროპული გზა, აქციის სახელწოდებაც ხომ ეს იყო – „შინ ევროპისკენ“. მართალია აქციაზე მყოფ პოლიტიკოსებს ტრიბუნა არ დაეთმოთ და ბევრი ალბათ ნაწყენიც დარჩა, მაგრამ მთავარი სათქმელი იყო, რომ ქართული საზოგადოება საგარეო ორიენტირის შეცვლას არ დაუშვებს.

_ არჩევნები არის 2 წელში. თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება რიგგარეშე დანიშნოს. შეეცდება გადააგოროს. თუ ოპოზიცია შეეცდება, რომ ამ გადაგორების მცდელობაში რაღაცა რევოლუციურად მოუაროს და გადატეხოს წელში ხელისუფლება აქციებით, პიკეტებით, მივარდნებით და პარალელურად დასავლეთიდან სანქციები გამოითხოვოს, არ მგონია, რომ ეს გზა მოიტანს შედეგს. ვერ ვხედავ ამ გაზაში პერსპექტივას, რადგან აქ სივრცისთვის მანევრი ექნება ხელისუფლებას და თავად დასავლეთიც არა მგონია დაინტერესებული იყოს არასტაბილურობით ქვეყანაში. რევოლუციური ცვლილება კი ყოველთვის არასტაბილურობის საფრთხის შემცველია. მით უმეტეს ჩვენნაირ რეგიონში, სადაც რუსეთის საფრთხე დიდია.

თუ ასეთ ვითარებაში ჩააყენებენ ხელისუფლებას, რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი, კაცმა არ იცის. ამიტომ, ვინმემ რომ მკითხოს რჩევა, მე ყველას ვურჩევდი, რომ ორიენტირი არჩევნების მოგებაზე ჰქონდეთ. მანამდე აიძულონ ხელისუფლება, ის მოთხოვნები შეასრულონ, რაც აქვს ევროკავშირს. მანამდე მოძლიერდნენ და თუ რიგგარეშე არჩევნების მხრივ მომწიფდება სიტუაცია, ეგ სხვა ამბავია. თუ არადა მაშინ 2024-ში უნდა მოხდეს ცვლილება. მე ვფიქრობ, მაშინ ყველა შემთხვევაში მოხდება ხელისუფლების შეცვლა, თუ ოპოზიციამ დიდი შეცდომები არ დაუშვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები