აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:52 Second

ერთი და იგივე რამ შეიძლება ორი სხვადასხვა სამრეკლოდან სულ სხვადასხვანაირად ჩანდეს. მაგალითად, გამიკვირდა, მაგრამ მენიშნა ის, რომ ლოგიკურად „ქართული ოცნება“ წავა ე.წ. ახალი ფორმაციების ჩამოყალიბების გზით, ეს დავინახე, – „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

„ასეთ სიტუაციაში, როგორშიც ის იმყოფებოდა, ძალიან ძნელია, რომ რაღაც ზეგავლენების ორბიტიდან გამოხვიდე. ზუსტად იგივეა მე რასაც ვამბობ, რომ ჩრდილოვანი მმართველობაა დღეს დესტრუქციულ ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოსვლა სააკაშვილის ზეგავლენისგან ძალიან ძნელია. ჩვენ, ყველანი ვართ რაღაც ფორმით ჩვენს წარსულზე მიბმული, ამიტომ სწორედ ეს წარსულია, რომელმაც შეიძლება გააჩინოს კითხვის ნიშნები. შესაძლოა გახარიას კიდეც გაუჭირდეს“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

კითხვაზე, ხომ არ იქნება გახარია „ქართული ოცნების კონკურენტი“, ზილფიმიანმა განაცხადა:

„კონკურენტი კი არ იქნება, ამ განცხადების შემდეგ მომავალ არჩევნებს მე ვხედავ ხელისუფლებაში ჯგუფურად მოსვლას. ალბათ იქნება ძალიან დიდი მესამე ბირთვი, რასაც მოსახლეობა ელოდება. ის ნაწილი, რასაც ჰქვია „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ეგ ბირთვი ერთმანეთს ვერასოდეს ვერ დაშორდება და ყოველთვის ერთად იქნებიან. ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მესამე ბირთვი რაღაცნაირად გავზარდოთ და შევქმნათ. ტენდენცია აქეთ მიდის, რომ აღარ იყოს ერთი მეორის სიკარგით ან სიცუდით მოსვლა“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები