დავით ზალკალიანი: ​დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად ზუსტი აღქმა და ადეკვატური დამოკიდებულება იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან

Read Time:40 Second

რა თქმა უნდა კომუნიკაცია გვქონდა და გვექნება, მეც მქონდა მათ შორის ევროპელ პარტნიორებთან, იგივე შარლ მიშელის კაბინეტთან, მათ წარმომადგენლებთან და ძალიან აქტიურად გვქონდა შესაბამისი განმარტებები მიცემული, თუ სად ვიყავით, რა მდგომარეობაში განხორციელდა ამ შეთანხმების ირგვლივ მიმდინარე პროცესები და სად ვართ დღეს, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა და რატომ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ეს განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან ევროპელი პარტნიორებისთვის ძალიან მკაფიო განმარტებები გაკეთდა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად ზუსტი აღქმა და ადეკვატური დამოკიდებულება იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც შარლ მიშელის განცხადება. ჩვენ ხო დავინახეთ მის განცხადებაში ასევე მოწოდება ოპონენტების მიმართ. ეს არის ძალიან სწორი მოწოდება, რადგან შეთანხმება მაშინ არის შეთანხმება, როდესაც მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარე ხელს აწერს და თანხმდება ყველა შეთანხმებულ პუნქტს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: ვალდებულებას, ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა