დავით ზალკალიანი: უკრაინაში ელჩის დაბრუნების საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება

Read Time:39 Second

11 თვიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩის რანგში თეიმურაზ შარაშენიძე დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი2“-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დაუდასტურა.

„ახლა იმის დრო არაა, რომ ასეთ ვითარებაში, როცა უკრაინის გარშემო ასე იძაბება სიტუაცია, რომ ჩვენ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დინამიურად და როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს ძალზედ ბევრი გამოწვევა აქვს. „ძალიან დაზარალდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და ამ ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. მთავარია მათი მხრიდან ყოფილიყო სწორი აღქმა და ისინიც გაგებით მოეკიდნენ ვფიქრობ, იმ ნაბიჯს რომელიც ჩვენ გადავდგით და შევეცადეთ არ დაგვეძაბა ორმხრივი ურთიერთობები. დადგა დრო ახლებურად შევხედოთ ჩვენს ურთიერთობებს, გამომდინარე 11 თვიდან რა ზარალიც მოგვადგა ორივე მხარეს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: ვიმედოვნებ, მომავალი კვირა იქნება ის პერიოდი ჩვენი ისტორიის, როდესაც საერთო ნიშნულამდე მისვლას შევძლებთ
Next post ოთარ კახიძე: გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“