დავით ზალკალიანი: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი აქცენტირება

Read Time:1 Minute, 4 Second

ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს დეოკუპაციის საკითხი და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მუდმივი აქცენტირება საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგის მთავარ პოლიტიკურ მიმართულებებს შორის, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ყველა საერთაშორისო ფორმატში, იქნება ეს აგერო, ეუთო, ევროპის საბჭო თუ სხვა მნიშვნელოვანი ფორუმები, მუდმივად ჩვენს საკითხზე აქცენტების გაკეთება იმისთვის, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მუდმივად ისაუბრონ ამ თემაზე, მუდმივად ისაუბრონ ოკუპაციის გაგრძელების მიუღებლობაზე, ფაქტობრივი ანექსიის, უკანონო დაკავების, მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ბერკეტი, რაც ჩვენ ხელთ არსებობს, რათა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია ამ მიზნის გარშემო. განვლილი ორი თვის განმავლობაშ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო სხვა უამრავი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მოვახერხეთ ის, რომ მაღალი ტრიბუნიდან, ასევე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, მუდმივად ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციებზე აქცენტირება. ამის დასტური არის აშშ-ის ახლად დანიშნული სახელმწიფო მდივნის ბნ. ბლინკენის განცხადებები, რომელიც მან გააკეთა, როგორც მისი სახელმწიფო მდივნად დანიშვნის პროცედურის დროს აშშ-ის სენატში, ასევე მისი ბოლო სატელეფონო ზარის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს თემატიკა აქტუალურია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 22 თებერვლიდან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 180 ერთეული მიკროავტობუსი შეემატება
Next post ლაშა ბექაურმა ისრაელში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ააჟღერა ??