მარტი 29, 2024
0 0
Read Time:52 Second

ჩვენ შევთანხმდით ბევრ შემდგომ ნაბიჯზე, როგორ შეუძლია თურქეთს, აღმოუჩინოს საქართველოს დახმარება, მათ შორის პანდემიასთან გამკლავებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელმაც მედიასთან თურქეთში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, შესაძლოა, საქართველომ თურქეთთან ვაქცინის მიმართულებითაც ითანამშრომლოს და ამ თვალსაზრისით უახლოეს პერიოდში ხელშესახები შედეგიც დადგეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ასევე ვისაუბროთ პანდემიის შემდგომ თანამშრომლობაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს. ეკონომიკა გასახსნელი გვაქვს, თანმიმდევრულად უნდა გაიხსნას ჩვენი ეკონომიკა. თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მიმოსვლა, საჰაერო ფრენების აღდგენა და იგივე პანდემიასთან ბრძოლის კუთხით თანმაშრომლობა. ამ თვალსაზრისითაც, ეს ვიზიტი იყო მნიშნველოვანი. ჩვენ ძალიან ბევრ შემდგომ ნაბიჯზე შევთანხმდით, იმაზე, თუ როგორ შეუძლია თურქეთს აღმოუჩინოს საქართველოს დახმარება, მათ შორის პანდემიასთან გამკლავების შესახებ. იგივე პირველ ეტაპზე, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა და უჭირდა თურქეთსაც, რადგან პანდემია ახალი გამოწვევა იყო, მაშინ ელემენტარული პირბადეების პრობლემა იდგა და თურქეთი დაგვეხმარა. დღეს ვაქცინების მიმართულებით დგას პრობლემა. აქაც შესაძლოა, რომ ჩვენს შორის იყოს თანამშრომლობა, ამის რწმუნება მივიღე დღევანდელ შეხვედრაზე და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებითაც უახლოეს პერიოდში გვექნება მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და ხელშესახები შედეგი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები