დავით ზალკალიანი ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე: ეს არის რუსეთის ფედერაციის უკანონო ოკუპაციის შედეგი

Read Time:47 Second

საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვდა. დავით ზალკალიანმა ყურადღება დღეს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას 4 ადამიანის დაღუპვის ფაქტზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.

„ეს არის სწორედ რუსეთის ფედერაციის მიმდინარე უკანონო ოკუპაციის შედეგი. ის ფაქტი, რომ გადასასვლელი პუნქტები არის დაკეტილი იწვევს ასეთ მძიმე კატასტროფას. ყველა ეს შემთხვევა უახლოეს პერიოდში დეტალურად განიხილება ყველა საერთაშორისო ფორმატში. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ვთხოვე კიდევ ერთხელ განსაკუთრებით გააძლიეროს ძალისხმევა და ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში ყველა აქტორთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც პასუხისმგებელია დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე, გაძლიერდეს ზეწოლა, იმისთვის რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველა გადასასვლელი პუნქტის გათავისუფლება და ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების უფლება“, – განაცხადა მინისტრმა.

თავის მხრივ, ტოივო კლაარმა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა შეაფასა როგორც „შესანიშნავი“.

„გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა მინისტრ ზალკალიანთან. განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ჩემი ხვალ დაგეგმილი ვიზიტი აფხაზეთში, ასევე განვითარების პერსპექტივები, ის გამოწვევები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე დგას. ამასთან, ვისაუბრეთ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით და ყურადღება გავამახვილეთ დღევანდელ ტრაგიკულ ინციდენტზე, ენგურის მდინარეში გარდაცვლილ პირებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კლაარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს
Next post ბიძინა კულუმბეგოვი: ქვეყანა ეპიდემიოლოგიური აფეთქების წინაშეა – ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია