დავით ზალკალიანი: დიპლომატებს დავუდასტურე ხელისუფლების მზაობა, რომ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება ჩატარდება ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით

Read Time:28 Second
დიპლომატებს დავუდასტურე საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება ჩატარდება ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 
„გამოვხატე სურვილი, რომელიც ასევე გაჟღერებული იყო პროკურატურის განცხადებაშიც, იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურამ მათი მხრიდან სამართლებრივი დახმარება მიიღოს“, – განაცხადა დავით ზალკალიამა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან შეხვედრები გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მუსიკოსი მანანა მენაბდე ზურაბ ჯაფარიძეს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს
Next post მამუკა მდინარაძე: 64 ოლქიდან 44-ში პირველივე ტურში მოვიგეთ, უმრავლესობა პრაქტიკულად ყველგან მოვიპოვეთ. არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები?