მარტი 29, 2024
0 0
Read Time:38 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, 2021 წლის 20-26 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი 22-23 სექტემბერს, მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის მინისტერიალში, რომელიც სუამ-ის საქართველოს თავმჯდომარეობით იმართება. დავით ზალკალიანი დაესწრება მთავრობათაშორისი კოალიცია – „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მე-10 მინისტერიალს, რომელიც რუმინეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში იმართება და ასევე მონაწილეობას მიიღებს გერმანიის და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის“, – მინისტრი სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს.

ასევე, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის ევროპელ, აზიელ და აფრიკელ კოლეგებთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები