დავით ზალკალიანი: ასოცირების საბჭო საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი ფორმატი გახლავთ და ის ყველა ძირითად მიმართულებას განიხილავს

Read Time:1 Minute, 1 Second

ასოცირების საბჭო საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი ფორმატი გახლავთ და აქედან გამომდინარე, ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა ძირითად მიმართულებას განიხილავს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

დავით ზალკალიანმა ევროკავშირის დონეზე გასამართ უმაღლეს შეხვედრებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვდება ნატოს უმაღლეს წარმომადგენელს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

„გაიმართება შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს დონეზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ძირითადი თემები იქნება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესები და ის მოლაპარაკებები, რომელიც მისი უშუალო ინიციატივითა და მედიაციით მიმდინარეობს; თავად ის ფაქტი, რომ მან საკუთარი წარმომადგენელი გამოაგზავნა და მისი ჩართულობით მიდის ეს პროცესი, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას, რადგანაც სტაბილურობის გარეშე ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა წარმოუდგენელია.

ასოცირების საბჭო გახლავთ საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი ფორმატი და აქედან გამომდინარე, ის განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა ძირითად მიმართულებას. ბუნებრივია, განიხილება რეგიონში არსებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ახალი გეოპოლიტიკური გარემო მოითხოვს ჩვენს შორის ძალიან კოორდინირებულ და თანმიმდევრულ საქმიანობას, ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე.

ისაუბრებენ ასევე, პრემიერ-მინისტრი და ნატოს უმაღლესი წარმომადგენელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ნატოსთან თანამშრომლობა ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს. ის გამოვა საქართველო-ნატოს კომისიის ერთობლივ სხდომაზე და მოახსენებს ჩვენს მოკავშირეებს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროგრესსზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებას არ გამორიცხავს
Next post დავით ბაქრაძე: ბურთიც და პასუხისმგებლობაც „ქართული ოცნების“ მოედანზეა