მარტი 28, 2024
0 0
Read Time:38 Second

არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი და მის ხსოვნას საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს, – წერს სოციალურ ქსელ Facebook-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

მისი თქმით, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და დაუსჯელობის სინდრომის უმძიმეს ადამიანურ დანაკარგებს.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა.

იგი 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის ე.წ. ციხეში წამებით მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი და მის ხსოვნას საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და დაუსჯელობის სინდრომის უმძიმეს ადამიანურ დანაკარგებს.

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მშვიდობიან და სამმართლებრივ ბრძოლას, რათა საოკუპაციო რეჟიმების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულება აღსრულდეს კანონის სრული დაცვით და უდანაშაულობის სინდრომის აღმოფხვრით უზრუნველყოფილ იქნას მსგავსი უმძიმესი დანაშაულების პრევენცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – წერს ზალკალიანი.


About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები