მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 0 Second

სალომე ზურაბიშვილი არის გაყალბებული არჩევნების სიმბოლო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და პროტესტის ნიშნად რა დაესწრება პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში.

„სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო გაყალბებული არჩევნების, სიმბოლო არჩევნების, რომელიც ჩატარდა ამომრჩეველზე მასიური ზეწოლით, ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვით, რომელიც ჩატარდა კრიმინალური და ქუჩის ელემენტების ჩართულობით. არის სიმბოლო არჩევნების, რომელსაც წითელ ხაზად გასდევდა სიძულვილის ენა და ოპონენტების მიუღებლობა. დღემდე არავინ დასჯილა ძალადობის, მოსყიდვისა და სხვა დარღვევების გამო. არავინ დღემდე პასუხს არ აგებს უმძიმესი დასკვნების გამო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს საქართველოსთან დაკავშირებით. დღემდე, არავინ აგებს პასუხს ზიანის გამო, რომელიც უცხოეთში და ქვეყნის შიგნით მიადგა ქართულ დემოკრატიასა და საქართველოს იმიჯს. სწორედ ამიტომ „ევროპული საქართველო“ იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და ჩვენ პროტესტის ნიშნად არ ვაპირებთ, დავესწროთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, რომ მოცემულ ვითარებაში ეს მორალურად და პოლიტიკურად გამართლებული საქციელია.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი მორალურად და პოლიტიკურად გამართლებული საქციელი ამ ვითარებაში. სალომე ზურაბიშვილი გახდა სიმბოლო არჩევნების, როდესაც არჩეულ პირს არ აქვს ხალხის მანდატი და ეს არჩევნები არ არის ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები