გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა, განცხადებებშიც ემჩნევათ, რა ჭკუის პატრონები არიან მისი ადვოკატები

Read Time:41 Second

დამოუკიდებელი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა.

აღნიშნული კომენტარით მაჭარაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი სრულად ემიჯნება ქართულ პოლიტიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“.

როგორც საქართველოს პირველ არხს მაჭარაშვილმა განუცხადა, სააკაშვილს ჩადენილი აქვს სისტემური, კონკრეტული დანაშაული და მან უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილება.

„ამაშიც ემჩნევათ, რა ჭკუის პატრონები არიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები. მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა. ახლა ამბობენ, ქართული პოლიტიკა რომ არ უნდოდა, იქნებ, ციხიდან გამოუშვათო. ასეთ განცხადებებს ეტყობა, სააკაშვილს რა ადვოკატები ჰყავს დაქირავებული. მას ჩადენილი აქვს სისტემური, კონკრეტული დანაშაული და უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილება. სამართლებრივად როგორც არის გათვალისწინებული, ზუსტად ისე მიჰყვებიან იუსტიციის სამინისტრო და სამედიცინო სფერო პროცესს. მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ პატიმარს დასკვნა არ ჰქონდეს იმის თაობაზე, რომ მისი განკურნება ქვეყანაში შეუძლებელია და ის საზღვარგარეთ გადაყვანას მაინც ითხოვდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილმა უნდა აიღოს ხელი პოლიტიკაზე, უნდა – ნუ აიღებს, ამას სამართლის აღსრულებასთან კავშირი არ აქვს
Next post მამუკა მდინარაძე: რადგან საქმე ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე? მონური ფსიქოლოგია ამ ქვეყანაში არავის უნდა ჰქონდეს