გურამ მაჭარაშვილი: თუ ხაბეიშვილს ჰგონია, რომ მათ მანდატებს რომელიმე საკანონმდებლო ორგანოში რაიმე წონა აქვს, ძალიან ცდება

Read Time:38 Second

ვის რაში სჭირდება მაგათი მანდატები ან პარლამენტში, ან საკრებულოში და, მით უმეტეს, მათი ოფისი?, – ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წინადადების შესახებ დასმულ კითხვას.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი უკვე დაწყებულია.

„თუ ხაბეიშვილს ჰგონია, რომ მათი მანდატები რომელიმე საკანონმდებლო ორგანოში რაიმე წონას წარმოადგენს, ძალიან ცდება. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ბატონმა ხაბეიშვილმა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობა უკვე არასერიოზულობით დაიწყო. მან უკვე აღიარა, რომ მის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილი არიან და სხვას არც არაფერს მოველოდით. „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი დაწყებულია – ახლა მთავარია, რომ 2024 წლისთვის ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მოემზადოს და ეს მარგინალური ბოროტების ძალა ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური ძალით ჩაანაცვლოს“, – აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, მანდატები დათმოს და ოფისები „ქართულ ოცნებას” გადაუფორმოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დრამატიზებით ცდილობენ სასჯელი ააცილონ
Next post რატი ბრეგაძე – ვაკვირდებით მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით დააღწიოს თავი პატიმრობას, სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური, ვინაიდან ეს არის საშიში პრეცედენტი